კოსმოსი
Thursday, June 7, 2012
სტივენ ჰოუკინგი
სტივენ ჰოუკინგი
სტივენ უილიამ ჰოუკინგი (ინგლ. Stephen William Hawking, დ. 8 იანვარი, 1942, ოქსფორდი, დიდი ბრიტანეთი) — ბრიტანელი ფიზიკოსი და ასტროფიზიკოსი. ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მოწინავე მეცნიერი ფიზიკო-თეორეტიკოსებს შორის. ძირითადად მოღვაწეობს კოსმოლოგიასა და კვანტურ გრავიტაციაში.
იგი ბრიტანელი ფიზიკოსია, რომლის კარიერა 40 წელს ითვლის. მისი უამრავი წიგნი გამოსვლისთანავე ბესტსელერად იქცა. მისი მოღვაწეობის ძირითადი სფეროა კოსმოლოგია და კვანტური გრავიტაცია, განსაკუთრებით კი ე.წ. “შავი ხვრელები”. სხვადასხვა დროს მიღებული აქვს შემდეგი ჯილდოები და წოდებები: 1975 – ედინგტონის მედალი 1976 – სამეფო საზოგადოების მედალი 1979 – ალბერტ აინშტაინის მედალი 1982 – ბრიტანეთის სამეფო ორდენი 1985 – ასტრონომიის სამეფო საზოგადოების ოქროს მედალი 1986 – რომის პაპის სამეცნიერო აკადემიის წევრი 1988 – “Wolf Foundation”-ის პრიზი ფიზიკაში 1989 – ასტურიის პრინცის ჯილდო კონკორდში 1989 – ღირსების ორდენი 1999 – აშშ-ს ფიზიკის საზოგადოების იულიუს ედგარ ლილინფილდის სახელობის პრიზი 2003 – Case Western Reserve University-ის ჯილდო 2006 – სამეფო საზოგადოების ჯილდო 2008 – სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტის ჯილდო 2009 – აშშ-ს პრეზიდენტის თავისუფლების მედალი (აშშ-ს უმაღლესი ჯილდო)
განათლება
სტივენ ჰოკინგის მშობლები იყვნენ ბიოლოგი ფრენკ ჰოკინგი და იზაბელ ჰოკინგი. მას ორი და ჰყავდა, ფილიპა და მერი და ნაშვილები ძმა, ედვარდი. ჰოკინგი ბავშვობიდანვე დაინტერესებული იყო მეცნიერებით. მან საბუთები ოქსფორდის უნივერსიტეტში შეიტანა მათემატიკის ფაკულტეტზე, იმის მიუხედავად რომ მამამისს სურდა, ექიმი გამხდარიყო. თუმცა მათემატიკის ფაკულტეტზე ვერ მოხვდა და საბუთები ფიზიკაზე გადაიტანა. ამ პერიოდში მას განსაკუთრებით აინტერესებდა თერმოდინამიკა, ფარდობითობის თეორია და ქვანტური მექანიკა. მოგვიანებით, მისმა ფიზიკის ლექტორმა, რობერტ ბერმანმა გაზეთ “New York Times”-ში განაცხადა:
- მას რაიმეს გასაკეთებლად მხოლოდ იმის თქმა ჰყოფნიდა, რომ ამის გაკეთება შესაძლებელი იყო. არასდროს უყურებდა, სხვა როგორ აკეთებდა ამას. მისი გონება გაცილებით განსხვავდებოდა მისი გარშემომყოფებისგან.
ბაკალავრის ხარისხის აღების შემდეგ, ჰოკინგმა სწავლა ასტრონომიის ფაკულტეტზე გააგრძელა, რადგან მზის ლაქების შესწავლა სურდა, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ ეს მისი მოწოდება არ იყო. ამიტომ საბუთები ამჯერად კემბრიჯის უნივერსიტეტში შეიტანა ასტრონომიისა და კოსმოლოგიის ფაკულტეტზე.
დაავადება
სტივენ ჰოკინგი დაავადებულია ნერვული დამბლით, რის გამოც მას დამოუკიდებლად არაფრის გაკეთება არ შეუძლია. ექიმების უმეტესობა მიიჩნევს რომ მას სჭირს IV ტიპის კუნთების ათროფია.ახალგაზრდობაში ჰოკინგი გატაცებული იყო ცხენოსნობით. ოქსფორდში ის ცხენოსანთა გუნდის მეთაური იყო. მისი თქმით, ეს სპორტი შველოდა მას მარტოობით გამოწვეული დარდის გაქარვებაში. ცხენოსნობა არც კემბრიჯში ჩაბარების შემდეგ შეწყვიტა, რაც ფატალური აღმოჩნდა მისთვის: ერთხელ, როცა ცხენს მიაჭენებდა, უცებ წონასწორობა დაკარგა, ჩამოვარდა და თავი ასფალტს დაარტყა. ჰოკინგი შეშინდა, რომ ამას შეიძლება მის გონებაზე ემოქმედა, თუმცა IQ ტესტმა აჩვენა, რომ გონება წესრიგში ჰქონდა. 21 წლის ასაკში თანდათანობით იჩინა თავი ატროფიის ნიშნებმა. დაავადება დღითიდღე მწვავდებოდა.
ექიმებმა “უწინასწარმეტყველეს”, რომ ორ, მაქსიმუმ სამ წელს იცოცხლებდა. ზუსტად ამ დროს იგი დანიშნული იყო მომავალ მეუღლეზე, ჯეინზე. ჰოკინგმა ნელ-ნელა დაკარგა შეგრძნება ხელებში, ფეხებში, ჩაუვარდა ხმა, ამჟამად კი აბსოლუტურად პარალიზებულია.
ჰოკინგი ხშირად ატარებს ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტში. იმისთვის რომ მისი ხმა ყველამ გაიგოს, ინვალიდის სავარძელზე მიერთებულია სპეციალური აპარატურა. გამომდინარე იქიდან, რომ ჰოკინგი დიდი გაჭირვებით ლაპარაკობს, აპარატი რამდენიმე ასოს წარმოთქმის შემდეგ სიტყვას ავტომატურად ამთავრებს. ამიტომ ლექციებამდე მის საუბარს წინასწარ იწერენ და მაყურებელი რეალურად ჩანაწერს ისმენს. ხოლო ვისაც მასთან ყოველდღიური ურთიერთობა უწევს, დიდი ჯაფა ადგება , სანამ მისი სიტყვებიდან აზრს გამოიტანს. ერთხელ, TED (Technology, Entertainment, & Design Conference)-ის დროს ერთ-ერთ კითხვაზე პასუხის გასაცემად მას მთელი 7 წუთი დასჭირდა.
მიუხედავად ამ საშინელი დაავადებისა, მეცნიერი თვლის, რომ იღბლიანია. მან უამრავი აღმოჩენა გააკეთა ფიზიკაში და ეს დარგი ძლიერ განავითარა. იგი მიიჩნევს, რომ ამ დაავადების არქონის შემთხვევაში, ის მოსიყვარულე ოჯახის კაცი იქნებოდა და მეცნიერებას ნაკლებ დროს დაუთმობდა. როდესაც მის ცოლს , ჯეინს, ჰკითხეს, თუ რატომ დათანხმდა იმ კაცის ცოლობას, რომელსაც 2-3 წელი ჰქონდა დარჩენილი, ჯეინმა უპასუხა:
- იმ დროს ატომური ერა იყო. ყველა იმის შიშში ვიყავით, რომ შეიძლებოდა ატომური ბომბი ჩვენთანაც ჩამოეგდოთ, ამიტომ გამორიცხული არ იყო, რომ მაგაზე ნაკლებიც გვეცოცხლა.
2009 წლის 20 აპრილს ექიმებმა განაცხადეს, რომ ჰოკინგი მკერდის ინფექციით იყო ავად და სასწრაფოდ ედენბრუკის საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუმცა როგორც აღმოჩნდა, საშიში არაფერი იყო და გამოჯანმრთელების შემდეგ მალე გამოწერეს.
პირადი ცხოვრება
1965 წელს ჰოკინგი დაქორწინდა ჯეინ უაილდზე, რომელიც პროფესიით ენათმეცნიერია. ისინი 1991 წლამდე ერთად იყვნენ, საბოლოოდ კი დაშორდნენ. გაყრის მიზეზი მეცნიერის აბსოლუტური დამბლა იყო. აგრეთვე მოხვეჭილი საყოველთაო პოპულარობა, რის გამოც ოჯახისთვის ვერ იცლიდა. მათ სამი შვილი ყავთ: რობერტი (1967), ლუსი (1969) და ტიმოთი (1979).
გაყრის შემდეგ 1996 წელს ჰოკინგი დაქორწინდა თავის მომვლელზე, ელინ მეისონზე. 2006 წლის ოქტომბერში მეცნიერი მასაც გაშორდა.
1999 წელს ჯეინ ჰოკინგმა გამოქვეყნა მემუარები სახელწოდებით “Music to Move the Stars”, სადაც აღწერა მისი ურთიერთობა ოჯახის მეგობართან, რომელსაც შემდეგ მისთხოვდა კიდეც. ჰოკინგის ქალიშვილი, ლუსი, ნოველისტია. რობერტი ემიგრანტად წავიდა აშშ-ში, სადაც დაქორწინდა და შეეძინა ვაჟი, ჯორჯ ედვარდ ჰოკინგი. 2007 წელს ჰოკინგმა და მისმა პირველმა ცოლმა ურთიერთობა აღადგინეს.

შეიცანი პლანეტები
შეიცანი პლანეტები
მზის სისტემის პლანეტა, დედამიწის ჯგუფის მზიდან რიგით მეოთხე. ასტრონომიული ნიშანია . ეს ნიშანი გამოსახავს მარსის შუბსა და ფარს, ხოლო ბიოლოგიაში იყენებენ როგორც მამრობითი სქესის ნიშანს. პლანეტას ნიშანს ეწოდა რომაელთა ომის მითოლოგიური ღმერთის - მარსის სახელი, იმიტომ რომ იგი ,,ალისფერი“, ,,სისხლიანი“ მნათობია(შეფერილობას იწვევს რკინის ოქსიდების ჰიდრატები)
.
დედამიწიდან მარსამდე მანძილი უმოკლესია დიდი პირისპირდგომის დროს (56მლნ.კმ.). ეს ხდება 15-17 წელიწადში ერთხელ. ბოლო დიდი პირისპირდგომა იყო 2003 წლის 29 აგვისტოს, მომდვნო იქნება ჩვენი გამოთვლით იქნება 2018 წლის 27 ივლისს. ამ დროს ჩვენს ცაზე ის ჩანს ძლიერი მნათი სფროს სახით. მზის სისტემაში მისი ვარსკვლავირი სიდიდეა 2,7. ე.ი. იგი მესამეა ნათების მიხედვით მზისა და ვენარას შემდეგ.
მარსის წლის დროთა ცვალებადობა ძალიან გავს დედამიწის წლის დროთა ცვალებადობას. (ოღონდ სეზონები თითქმის ორჯერ უფრო ხანგრძლივია). მარსის ზედაპირის დიდი ნაწილი დაფარულია ნარინჯისფერ-მოწითალო ნათელი არეებით (,,მატერიკები“), მეორე ნაწილი უჭირავს ბნელ არეებს-,,ზღვებს“. შემჩნეულია გრძელი, სწორი, ვიწრო, და ბნელი ზოლები-,,არხები“. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ნათელი, თეთრი ლაქები-,,პოლარული ქუდები“, რომლებიც ჩნდება მარსის პოლარულ არეებში იქაურ შემოდგომისას და ქრება ზაფხულის დასაწყისში. პოლარული ქუდების და ბნელი ლაქების შესწავლამ საბჭოთა მეცნიერი ტიხოკი მიიყვანა ახალი მეცნიერების-ასტრობოტანიკის შექმნამდე. ზოგჯერ მარსის დისკოს მნიშვნელოვანი ნაწილი იფარება დროებითი წარმონაქმნით: ღრუბლებით. ღრუბელი შეიძლება იყოს ყვითელი-შედგება მტვრისაგან ან თეთრი-შედგება ყინულის წვრილი კრისტალებისაგან.
მარსის ზედაპირი დაფარულია კრატერებით. (უმრავლესობა ვულკანური წარმოშობისაა) 12000 კმ გადაღებული (,,მარინერ-4“) სურათებიდან ჩანს, რომ ზოგიერთი ,,არხი“ დაკავშირებულია ზედაპირის რეალურ სტრუქტურასთან (მთაგრეხილი, ნაპრალი და სხვ). ფოტოებზე ჩანს ამომშრალი მდინარეების და შენაკადების დალაკნილი კალაპოტების მსგავსი წარმონაქმნები. პლანეტოლოგები ვარაუდობნ, რომ ისინი მარსის ზდაპირზე რამდენიმე მლნ. წლის წინათ არსებული თხევადი წყლის ან მოძრავი მყინვარების შედეგია.
პლანეტას ჰყავს 2 თანამგზავრი - ფობოსი და დეიმოსი - მცირე და უსწორმასწორო ზედაპირის სხეულები. ვარაუდობენ, რომ ისინი სესაზლოა იყოს მარსის გრავიტაციასი მოძრავი ასტეროიდები.
სიცოცხლის არსებობის დამადასტურებელი რაიმე საბუთი ჯერ-ჯერობით არ არის აღმოჩენილი.
მარსის პანორამულ სურათებზე ჩანს პლანეტის ზედაპირი, მოფენილი სხვადასხვა ზომის ქვებით, მათი მრგვალი კუთხეები მიუთითებს მათ გეოლოგიურად ახალგაზრდა ასაკზე. 1972 წ. აღმოაჩინეს 5კმ მეტი სიღრმის კანიონი-კლოპრატი მისი სიგრძეა-600კმ, სიგანე-120კმ; ასევე 1700კმ სიგრძის ქვაბული ელადა, მისი სიღრმეა-5,5კმ.
მარსზე მდებარეობს მეცნიერთათვის ცნობილი ყველაზე დიდი ვულკანი-ოლიმპოს მთა. ის ინგლისზე განიერია და ევერესტზე სამჯერ მაღალია. ვულკანი ჩამქრალია.
პლანტის წითელ ფერს განაპირობბს რკინის ოქსიდების ჰიდრატები. ქანების შემცველობის ანალიზი ძლიერ მიახლოებითია.
მარსის ატმოსფერო შედგენილობით ძლიერ განსხვავდება დედამიწის ატმოსფეროსაგან.წყალი უმთავრესად უნდა შედიოდეს გაყინული სახით გრუნტისა და პოლარული ქუდების შემადგენლობაში.
მუტანტი უძველეს საფლავებში
მუტანტი უძველეს საფლავებში
ჩონჩხს ფეხების არაპროპორციული და ხელების გრძელი ძვლები ჰქონდა. და რაც მთავარია - თავის ქალა, რომელიც მშვენივრად შენახულიყო, თავისი შიდა მოცულობით თითქმის ორჯერ აღემატებოდა თანამედროვე ადამიანის თავისქალის ''ტევადობას''. ამასთან, სახის თითქმის ნახევარი უზარმაზარ თვალის ბუდეებს ეკავა.
ლაბორატორიაში ჩატარებულმა ნახშირწყალბადის ანალიზმა აცვენა, რომ ნაპოვნის ასაკი დაახოვებით 6000 წელს შეადგენდა! ბელგიელმა მეცნიერებმა მაშინვე უარყვეს ვერსია ჩონჩხის უცხოპლანეტური წარმოშობის შესახებ და ივარაუდეს, რომ ამ შემთხვევაში საქმე ჰქონდათ უძველეს ადამიანთან, რომელიც რაღაც კატასტროფული ბუნებრივი მოვლენის შედეგად მუტანტად გადაიქცა.
მაგრამ მეტისმეტად ბევრი მუტანტი ხომ არ დაეხეტებოდა წარსულში დედამიწაზე? და სიკვდილის შემდეგ ამ მუტანტებს საკმაოდხშირად რატომ კრძალავდნენ ბელადებისა და პატივსაცემი სტუმრების შესაფერ ადგილში?
ძველი ყორღანები - სამარხები ყოველთვის იწვევდა ისტორიკოსებისა და არქეოლოგების დიდ ინტერესს. მათი გათხრების დროს ზოგჯერ საინტერესო აღმოჩენები კეთდებოდა. 1972 წლის ზაფხულში, უკრაინაში, ხერსონის ოლქში დიდი გათხრების დროს იპოვეს უცნაური აღნაგობის მოხუცის ჩონჩხი: არაბუნებრივიად გრძელი კიდურებითა და წაწვეტებული თავით. მიცვალებული შვიდბორბლიან ეტლთან ერთად იყო დამარხული. სამარხიდან მიწაზე ტეხილი სხივები იშლებოდა, სავარაუდოდ, უძველესი გზების კვალი სულ 12 - თვეთა რაოდენობის მიხედვით. ამან გათხრების მონაწილეებს აფიქრებინა, რომ ყორღანი კოსმოსური ობსერვატორის მსგავს ობიექტს წარმოადგენდა.
ძველი სამარხების გათხრების დროს არქეოლოგები ხშირად აწყდებიან კოსმოსურ სიმბოლოებს - მზეს, მთვარეს, ზოდიაქოს ნიშნებს, ზოგჯერ კი გამოსახულებებს რომლებიც კოსმოსურ ხომალდებს მოგვაგონებს.
სტივენ ჰოკინგი: მოერიდეთ უცხოპლანეტელებთან კონტაქტს
სტივენ ჰოკინგი: მოერიდეთ უცხოპლანეტელებთან კონტაქტს
სტივენ ჰოკინგი 1942 წლის 8 იანვარს დაიბადა. იგი ბრიტანელი ფიზიკოსია, რომლის კარიერა 40 წელს ითვლის. მისი უამრავი წიგნი გამოსვლისთანავე ბესტსელერად იქცა. მისი მოღვაწეობის ძირითადი სფეროა კოსმოლოგია და კვანტური გრავიტაცია, განსაკუთრებით კი ე.წ. “შავი ხვრელები”. სხვადასხვა დროს მიღებული აქვს შემდეგი ჯილდოები და წოდებები: 1975 – ედინგტონის მედალი 1976 – სამეფო საზოგადოების მედალი 1979 – ალბერტ აინშტაინის მედალი 1982 – ბრიტანეთის სამეფო ორდენი 1985 – ასტრონომიის სამეფო საზოგადოების ოქროს მედალი 1986 – რომის პაპის სამეცნიერო აკადემიის წევრი 1988 – “Wolf Foundation”-ის პრიზი ფიზიკაში 1989 – ასტურიის პრინცის ჯილდო კონკორდში 1989 – ღირსების ორდენი 1999 – აშშ-ს ფიზიკის საზოგადოების იულიუს ედგარ ლილინფილდის სახელობის პრიზი 2003 – Case Western Reserve University-ის ჯილდო 2006 – სამეფო საზოგადოების ჯილდო 2008 – სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტის ჯილდო 2009 – აშშ-ს პრეზიდენტის თავისუფლების მედალი (აშშ-ს უმაღლესი ჯილდო)
უცხოპლანეტელების შესახებ:
სტივენ ჰოკინგი გვაფრთხილებს, მოვერიდოთ უცხოპლანეტელებთან კონტაქტს. როგორც სატელევიზიო არხ „დისკავერის“ გადაცემაში თქვა ჰოკინგმა, დიდია იმის ალბათობა, რომ უცხოპლანეტელები მართლაც არსებობენ. ამავე დროს პროფესორ ჰოკინგის აზრით, სავარაუდოა, რომ უცხოპლანეტელებმა ჯერ რესურსებისთვის მოაკითხონ დედამიწას, შემდეგ კი მის დაპყრობას შეუდგნენ.
უცხოპლანეტელებთან კონტაქტის აქტიური მცდელობების ნაცვლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მათთან კონტაქტში არ შევიდეთ, გვაფრთხილებს ჰოკინგი.
დედამიწაზე უცხოპლანეტელთა შესაძლო სტუმრობას ჰოკინგი ადარებს ქრისტეფორე კოლუმბის ჩასვლას ამერიკაში, რაც, როგორც ცნობილია, ამერიკის აბორიგენი მოსახლეობისთვის არც ისე კარგად დასრულდა.
წარსულში კოსმოსში რამდენჯერმე გაიგზავნა მთელი რიგი ნიშნები - ადამიანის გამოსახულება და დედამიწის ადგილსამყოფელის აღმნიშვნელი დიაგრამები. გაიგზავნა რადიოსიგნალებიც იმის იმედით, რომ ისინი ოდესმე მიაღწევდა უცხო ცივილიზაციებს.
მაგარამ ჰოკინგის თანახმად, უცხოპლანეტელებთან საურთიერთოდ ყველაზე ადეკვატური საშუალება არის რიცხვები.
ტელეპროგრამაში დასმულ საკითხთაგან ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური იყო ის, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდნენ ეს არსებები. ჰოკინგის აზრით, უფრო საფიქრებელია, რომ ჩვენი პლანეტის გარეთ სიცოცხლე უმეტეს შემთხვევაში მიკრობების ფორმითაა გავრცელებული.
ჰოკინგი ერთადერთი არ არის, ვინც უცხო ცივილიზაციათა არსებობის შესახებ ვარაუდებს გამოთქვამს. უკანასკნელ ხანებში გაკეთებული აღმოჩენები ცხადყოფს, რომ ცოცხალ არსებებს თვით დედამიწაზეც ისეთ გარემოში არსებობის უნარი შესწევთ, რომელიც მანამდე სიცოცხლისთვის გამოუსადეგად მიიჩნეოდა. ეს კიდევ უფრო ზრდის იმის ალბათობას, რომ სხვაგანაც, მაგალითად, მარსზე ან იუპიტერზე შეიძლება არსებობდეს სიცოცხლე.
ციტატა: თუ დროში მოგზაურობა შესაძლებელია, მაშინ რატომ არ ჩანან დროში მოგზაურები?
წყარო:
უცხოპლანეტელები დედამიწაზე გააქტიურდებიან
უცხოპლანეტელები დედამიწაზე გააქტიურდებიან

პარანორმალური მოვლენების მკვლევარმა, გოჩა დანელიამ თავის წიგნში "დედამიწის ცქერით დაიღალა მთვარე" ბევრი ისტორიული ფაქტი აღწერა, სადაც სწორედ ამო–ზე, ანუ ამოუცნობ ობიექტებსა და დედამიწის "სტუმრებზეა" საუბარი. ავტორის ნებართვით, ამ წიგნიდან რამდენიმე ამონარიდს გთავაზობთ.
"ამო–ს ადრეული გამოსახულებები ესპანეთის, საფრანგეთის და ჩინეთის გამოქვაბულებებშია შემორჩენილი. მათი წლოვანება 10–15 ათასი წელია. ვარსკვლავებში გაფრენის შესახებ უძველეს დროში ძალიან ბევრს წერდნენ. საფრენ მანქანებზე საუბარია ძველ ტიბეტურ ტექსტებში, ეგვიპტურ პაპირუსებსა და ინდიელთა ლეგენდებში. ძველი ქრონიკები დაწვრილებით აღწერენ კოსმოში მოგზაურობას და მონაყოლს ნახატებითა და აპარატების აღწერილობით ადასტურებენ.
ერთ–ერთ ადრეულ წერილობით საბუთად, სადაც ამო–ა მოხსენიებული, მიჩნეულია ეგვიპტის V|| დინასტიის ფარაონის, თემოს მესამის მატიანე. მისი ტექსტი ასეთია: "ზამთრის მესამე თვეს, წელსა 27, დღის 6 საათზე ციდან ჩამოეშვა ცეცხლოვანი რგოლი. იგი ელვარებდა მზეზე მეტად. ადამიანები მუცელზე გაწვნენ, შემდეგ კი გაემართნენ ფარაონისკენ. მისი უდიდებულესობა ჩაფიქრდა, რადგან ასეთი მოვლენა სულ უფრო ხშირად მეორდებოდა. ფარაონი ჯართან ერთად ცისკენ იყურებოდა. ვახშმის შემდეგ რგოლები ზევით, სამხრეთის მიმართულებით გაუჩინარდნენ. ფარაონმა გუნდრუკის კმევა ბრძანა, რათა დედამიწაზე სიმშვიდეს დაესადგურებინა და ფაქტი "სიცოცხლის წიგნში" ჩაწერა".
ჩვენს ერამდე V|| საუკუნის წყაროებში ხშირადაა ნახსენები იეზიკიელის მიერ დანახული ცეცხლოვანი ეტლი, რომელიც დაეშვა დედამიწაზე და თვითმხილველი ბორტზე აიყვანა. "ეტლის შუაგულიდან გამოჩნდა ადამიანის მსგავსი ოთხი ცხოველი", – იტყობინება წყარო. მონათხრობი, განსაკუთრებით კი ეტლის დაჯდომა და აფრენა, რეალურს უახლოვდება.
ბელგიელმა მისიონერმა, ალბერტ დორვილმა ტიბეტის ქალაქ ლხასაში ასეთი ჩანაწერი გააკეთა: "1661 წლის ნოემბერში ჩემი ყურადღება ცაზე მოძრავმა საგანმა მიიპყრო. ჯერ მეგონა, რომ ეს უცნობი ჯიშის ფრინველი იყო, მაგრამ ახლოს მისვლისას სხეულმა ჩინური შლაპის ფორმა მიიღო. ის ნელ–ნელა ბრუნავდა. ქალაქის თავზე ორი წრე დაარტყა და გაუჩინარდა. ჩემს თავს ვეკითხებოდი, სიმაღლის გამო ხომ არ მომეჩვენა, მაგრამ ლამას რომ ვკითხე, დაინახა თუ არა, თავი დამიქნია და მითხრა: "შვილო ჩემო, რაც დაინახე, ჯადოსნობა არაა. სხვა სამყაროს არსებები არიან, რომლებიც ასწლეულების მანძილზე გვსტუმრობდნენ. მათ განავითარეს დედამიწის პირველი ადამიანები... ჩვენ მათი კარგად გვესმის. ისინი ხშირად ეშვებიან ჩვენს მონასტრებთან და გვასწავლიან იმას, რამაც წარსულის კატაკლიზმების დროს სამყარო შეცვალა".
უძველეს ჩინურ ხელნაწერებში ჩვენს ერამდე V| საუკუნეში დედამიწაზე ამო–ს სტუმრობის ფაქტია აღწერილი. ერთ–ერთი ჰუმანოიდი, ხუან დი გარკვეული დროით იმპერატორიც კი გამხდარა. მან ჩინელებს ჭის გათხრა, მუსიკალური ინსტრუმენტების დამზადება, ნემსის ჩხვლეტით მკურნალობა და ბევრი სხვა რამ ასწავლა. შემდეგ კი თავის 70 თანატომელთან ერთად "დრაკონზე ამხედრებული" სიუნიუნას თანავარსკვლავედზე გაფრინდა.
დღემდე გამოუცნობი რჩებოდა, თუ როგორ დაამარცხა მშვილდ–ისრებით შეიარაღებულმა სიუს ტომმა 1876 წელს პოლკოვნივ კასტერის კბილებამდე შეიარაღებული რაზმი. ინდიელთა ლეგენდის მიხედვით, მათ ამ ბრძოლაში ღმერთები დაეხმარნენ. არქეოლოგმა ანუელა ბრუერმა და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს კრიპტოგრაფმა უოლტერ ფრობერმა არ დაიზარეს და ეს ვერსია შეამოწმეს. ბრძოლაში დაღუპულ ამერიკელ ჯარისკაცთა თავის ქალები გულდასმით შეისწავლეს. მათი უდიდესი ნაწილი გამდნარ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ეს მხოლოდ მძლავრი ლაზერული სხივის გამოყენებით იყო შესაძლებელი, რაც უცხოპლანეტელთა ნახელავზე მიუთითებს.
გერმანელმა არქეოლოგებმა ტიგრომისის ნაპირებთან მიაკვლიეს ელექტრობატარეებს, რომლებსაც გალვანურ ელემენტს და ვოლტზე 2.000 წლით ადრე იყენებდნენ. ჭურჭელში მჟავისგან შეჭმული ლითონის ცილინდრები იყო. გალვანური ელემენტი აღადგინეს და დენი გამოიმუშავა.
1967 წლის 13 ოქტომბერს საბჭოთა არმიის ქვედანაყოფებმა რაკეტით ჩამოაგდეს თეფშის მაგვარი ობიექტი. ნამსხვრევებიდან 5 ტანდაბალი ჰუმანოიდი გამოვიდა. ისინი ერთ ჯგუფად შეგროვდნენ და ბურთისმაგვარ მასად იქცნენ. მასა აგუგუნდა და აფეთქდა. როცა ყველაფერი ჩაწყნარდა, გაირკვა, რომ 25 სამხედრო მოსამსახურიდან მხოლოდ ორი გადარჩა, 23 კი გაქვავდა. უცნობი ენერგიის წყალობით, შეიცვალა დაღუპულთა რბილი ქსოვილების და შინაგანი ორგანოების სტრუქტურა.
* * *
ჟურნალისტი და ხელოვნებათმცოდნე ნონა ჯაჯანიძე ამტკიცებს, რომ გასული საუკუნის 90–იან წლებში უცხოპლანეტელებთან კონტაქტი ჰქონდა. მისივე თქმით, დედამიწის "სტუმრებმა" მას ბევრი რამ ასწავლეს. მისი თქმით, უცხოპლანეტელებმა დედამიწა რამდენიმე წლით დატოვეს, ახლა კი ისევ უკან ბრუნდებიან. ქალბატონი ნონა რედაქციაში უამრავი მასალით, მათ შორის უცნაური ხელნაწერებით მობრძანდა. მისი თქმით, ეს ხელნაწერები, არც მეტი, არც ნაკლები, უცხოპლანეტელებს ეკუთვნით.
– ქალბატონო ნონა, როგორ დაიწყო თქვენი კონტაქტი უცხოპლანეტელებთან?
– პირველი შეხება 1990 წლის აპრილში მქონდა. მაშინ ერთ–ერთი გაზეთის რედაქტორი ვიყავი. იმ პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გურიაში ერთ–ერთ ოჯახში უცნაური რაღაცეები ხდებოდა. სკოლის მოსწავლე გოგონა უცნაურ არსებებს ხედავდა, სახლშიც სხვადასხვა ნივთი ცვიოდა. თითქოს უჩინარი ხელი რაღაცეებს ისროდა. ეს ამბავი მთელ საქართველოში გახმაურდა. ტელევიზიებში სიუჟეტებიც გაკეთდა. მე, როგორც ჟურნალისტს, გურიაში ჩასვლა მინდოდა, მაგრამ ცოტა ხანში შემატყობინეს, ის გოგონა რუსთავში ჩამოიყვანესო. მეც რუსთავში ვცხოვრობ. გამიხარდა, იმ გოგონას სანახავად შორს წასვლა რომ არ დამჭირდა.
– გოგონას სახლში რა ნახეთ?
– ნამდვილად უცნაური რაღაცეები ხდებოდა. ჩვენ წინ საგნები "დაფრინავდა". იმ დღეს შვილები სახლში ვერავის დავუტოვე. ამიტომ მათთან ერთად წავედი. იქ ცნობილი უფოლოგი თალეს შონია და ოპერატორი დაგვხვდა, რომელიც იმ ყველაფერს ფირზე იწერდა. მერე ის კადრები ტელევიზიითაც აჩვენეს. ჯერ ვაშლი "გამოფრინდა" და იატაკზე დაეწება, მერე – პური, ბოლოს კი სამზარეულოს დანაც ისროლეს. დანა კედელს მოხვდა და იატაკზე ჩაცურდა. ჩემს შვილებს ისე შეეშინდათ, ტირილი დაიწყეს, დედა, აქედან წავიდეთო. საინტერესო ის იყო, რომ იმ ოჯახში იმ მომენტში ვაშლი და პური არ ჰქონდათ.
– ნივთებს პოლტერგეისტი ხომ არ ისროდა?
– სხვათა შორის, პოლტერგეისტის ფენომენს წლების განმავლობაში ვსწავლობდი. მაინტერესებდა, რა მოვლენასთან გვქონდა საქმე. ზოგი პოლტერგეისტს ოჯახის სულს ეძახდა. უცხოპლანეტელებმა კი სხვანაირად აგვიხსნეს. პოლტერგეისტი იგივე ენერგეტიკაა, რასაც ერთმანეთთან კონტაქტის დროს გამოიყენებთ. ამ დროს ბურთის მაგვარი მასა წარმოიქმნება და ის ხმაურობს, ნივთებს ადგილს უცვლისო. იმ შემთხევევაში კი ნივთებს უცხოპლანეტელები ისროდნენ.
– ქალბატონო ნონა, თანამიმდევრულად გვიამბეთ. იმ გოგონასთან რომ მიხვედით, თქვენი პირველი კონტაქტი მაშინ დამყარდა?
– სწორედ ასე იყო. მერე კი ჩემთან უფრო ახლო კონტაქტში შემოვიდნენ.
– რა ენაზე გესაუბრებოდნენ?
– ჩვენი კონტაქტი ტელეპატიურ ენაზე ხდებოდა. გონებაში ფრაზები შემოდიოდა და მეც ასევე ვპასუხობდი.
– ამ ნაწერებზეც გვითხარით, როგორ წერდნენ?
– როგორც გვითხრეს, ისინი იეროგლიფებით წერდნენ, მაგრამ ამ ქაღალდებზე ქართული ასოებია გამოსახული. ჩვენთან ურთიერთობისას ზოგჯერ ამ ფორმას იყენებდნენ. ქართულ ასოებს ამსგავსებდნენ. თითქოს უჩინარი წერდა, მხოლოდ ფანქარი მოძრაობდა და ასოები გამოჰყავდა. ზოგჯერ კი ფანქარი საერთოდ არ მოძრაობდა, თავისით იწერებოდა.
– ვიზუალურად თუ ხედავდით და როგორები იყვნენ?
– კი, ზოგჯერ მეჩვენებოდნენ. ისინი, ვინც ჩვენ გვეკონტაქტებოდა, მაღლები, ადამიანის მაგვარი არსებები იყვნენ. 25 სანტიმეტრიან არსებებსაც ვხედავდით. დავინტერესდი და ვკითხე, რომელი პლანეტიდან ხართ–მეთქი. მითხრეს, ჩვენ წითელი ვარსკვლავიდან ვართო. რომ გამოვთვალეთ, გამოვიდა, რომ პლანეტა ვენერადან იყვნენ.
– მათი ჩამოსვლის მიზანი რა იყო?
– ექიმები იყვნენ და სხვადასხვა დაავადებას კურნავდნენ.
– კიდევ რას გეუბნებოდნენ?
– მაგალითად, მითხრეს, რომ საქართველოში მიწისძვრა მოხდებოდა და სამი ადამიანი დაიღუპებოდა. მართლაც ასე მოხდა. რაჭასა და საჩხერეში მომხდარ მიწისძვრას სწორედ ამდენი ადამიანი ემსხვერპლა. ასევე მითხრეს, მალე ქაღალდის ჭამას დაიწყებთო. როცა პურზე ტალონები შემოვიდა, მაშინ მივხვდი, მათი ნათქვამი რასაც ნიშნავდა. კითხვებზე მოკლე პასუხებს გვაძლევდნენ. არ უყვარდათ, როცა შეკითხვებით თავს ვაბეზრებდით.
– მათთან კავშირი რატომ დაკარგეთ?
– მათთან ურთიერთობა 5 თვის მანძილზე მქონდა. მერე კი, უბრალოდ, ჩვენგან წავიდნენ. მითხრეს, რომ 17–18 წელში უკან დაბრუნდებოდნენ. ეს დრო ახლა დადგა და ვგრძნობ, რომ ისინი ბრუნდებიან. ამას იმ სხივითაც ვგრძნობ, რომელიც სახლში შემოდის. ისინი ჩვენს პლანეტას მხოლოდ სიკეთეს მოუტანენ.
რუსეთში მკვდარი უცხოპლანეტელი იპოვეს
რუსეთში მკვდარი უცხოპლანეტელი იპოვეს

შესაძლოა ფიქრობთ, რომ სხვა პლანეტაზე სიცოცხლე არ არსებობს. შეუძლებლად გეჩვენებათ ფილმებში ნანახი უცხოპლანეტელების არსებობა, მაგრამ ახლახან მომხდარი ფაქტი ამის საპირისპიროს ამტკიცებს
უსეთში, კერძოდ ირკუცკში იპოვეს მკვდარი "უცხოპლანეტელის" გაყინული სხეული. თვითმხილველები იმასაც ამტკიცებენ, რომ ამ აღმოჩენამდე დაახლოვებით 1 თვით ადრე ცაში ამოუცნობი მფრინავი ობიექტიც დააფიქსირეს.
უცხოპლანეტელ ერთი ფეხი დაკარგული აქვს და 2 ფუნტია სიმაღლით. მეცნიერებმა მისი გამოკვლევა უკვე დაიწყეს, თუმცა ფაქტებს არ ახმაურებენ.
ნუთუ მართლა შეიძლება ირკუცკში უცხოპლანეტელების ხომალდ გადაეფრინა? იქნებ ეს უბრალოდ კარგად მოფიქრებული ტყუილია. ამის გადაჭრით თქმა ამ დროისთვის არავის შეუძლია, მაგრამ ხალხი მაინც აანერვიულა დედამიწის დაუპატიჟემელმა სტუმარმა. ზოგი ამბობს რომ ეს ყველაფერი მოგონილი ზაპარია რაზეც ერთ-ერთი იქ მყოფილ პასუხობს:" საშინელებაა, როცა ხალხი ეძახის ტყუილს ისეთ მოვლენებს რისი ახსნაც არ შეუძლიათ ან ეშინიათ პასუხის მოსმენის"
Subscribe to:
Comments (Atom)