დიდი აფეთქების თეორია
რაში მდგომარეობს “დიდი აფეთქების თეორია”? “დიდი აფეთქების თეორიამ” მატერიალისტებს უფრო მეტი უსიამოვნებები მოუტანა, ვიდრე მატერიალისტ-ფილოსოფოსის ენტონი ფლუს და მსგავსთა აღიარებებმა, რადგან “დიდი აფეთქების თეორია” ამტკიცებს არა მხოლოდ იმას, რომ სამყარო შეიქმნა არაფრისგან, არამედ იმ გარემოებას, რომ შექმნის პროცესი მიმდინარეობდა უაღრესად ზომიერად, მოწესრიგებულად და უმკაცრესი კონტროლის ქვეშ!
“დიდი აფეთქებისას” შეიქმნა ფიზიკის კანონები, რომლებიც უცვლელია მთელს კოსმოსში! ფიზიკის კანონებმა არანაირი ცვლილებები არ განიცადეს მთელი ამ დროის განმავლობაში! უფრო მეტიც, მთელი ეს კანონები ემყარება ისეთ უზუსტეს გამოთვლებს, რომ მათ უმნიშვნელო ცვლილებასაც კი შეუძლია გამოიწვიოს მთელი სამყაროს დაღუპვა. ყოველივე ეს მიუთითებს იმ სრულყოფილ წესრიგზე, რომელიც გაჩნდა დიდ აფეთქებასთან ერთად (აღსანიშნავია, რომ კოსმოსი ძველბერძნულად ნიშნავს წესრიგს). დიდი აფეთქების შემდეგ, ანუ სამყაროს შექმნიდან კოსმოსში არაფერი მომატებულა და არც მოკლებულა (იხ. ბიბლია, ის. 40:26), რაც სრულ თანხმობაშია ფიზიკის ფუნდამენტურ კანონებთან.ჩვეულებრივ აფეთქებას, როგორც წესი, არ შეუძლია გამოიწვიოს წესრიგი. პირიქით, ის არღვევს, ანგრევს და ანადგურებს წესრიგს. თუ შეგვეძლება ვიხილოთ რაიმე პროცესი, რომელიც ყველაფერში სრულ წესრიგს გამოიწვევს, მაშინ დავასკვნიდით, რომ მის მიღმა იმალება ინტელექტი, რომელიც აკონტროლებს და წარმართავს მთელ პროცესს. სერ ფრედ ჰოილი, მრავალი წლის დაპირისპირების შემდეგ იძულებული გახდა ეღიარებინა “დიდი აფეთქების თეორია”. მან საკმაოდ კარგად დაახასიათა ეს სიტუაცია: “დიდი აფეთქების თეორია ამტკიცებს, რომ სამყარო ერთი აფეთქებიდან იწყება. როგორც ვიცით, ჩვეულებრივი აფეთქება მხოლოდ ფანტავს მატერიას და ახდენს მის დესისტემიზაციას. დიდმა აფეთქებამ, კი იდუმალი ხერხებით გამოიწვია აბსოლუტურად საწინააღმდეგო რეაქცია – მატერიები შეერთდნენ და შემდეგ შეძლეს გალაქტიკათა ფორმირება. უდაოდ, თუ აფეთქების შემდეგ გაჩნდა დიადი წესრიგი, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ შემოქმედის ჩარევა ხდებოდა აფეთქების ყველა სტადიაზე და უმკაცრესად კონტროლდებოდა”. ამ საოცარი წესრიგის კიდევ ერთი ასპექტი არის სიცოცხლისთვის ვარგისი პლანეტის წარმოქმნა. ასეთი პლანეტის წარმოსაქმნელად საჭირო პირობები ისეთი რთულია, რომ შეუძლებელია წარმოსახვაც კი. გამორიცხულია ამგვარი პლანეტის შემთხვევით წარმოქმნა. მიკროკოსმოსის - ადამიანის აგებულება კი არა ნაკლებ რთულია და აღტაცების მომგვრელი. ადამიანის ტვინის სისწრაფე მერყეობს 10 – 1000 გიგაფლოპამდე (1 გიგაფლოპი = 1 მილიარდი ოპერაცია) დღესდღეობით უმძლავრესი იაპონური კომპიუტერის სიჩქარეა 230 გიგაფლოპი. 10 გიგაფლოპი – ეს თვალის მიერ დამუშავებული ინფორმაციის ტვინისთვის გადაცემის სიჩქარეა მხოლოდ. ადამიანის შემთხვევით წარმოშობის ალბათობა კი უფრო წარმოუდგენელია. ადამიანის გენოტიპი ბიოქიმიურად ძირითადად შედგება ცილებით – ფერმენტებით. თავის მხრივ თითოეული ცილა კოდირებულია ცალკეული გენით. ადამიანის ორგანიზმში მათი რაოდენობა დაახლ. 110 000 განსხვავებული ტიპია. საშუალო გენი შედგება 1800 ნუკლეოტიდისგან. წარმოქმნის ალბათობა, კი განისაზღვრება 4.3*10 -109 -დან 1.8*10 -217. ამგვარად, სამყაროს ასაკიც კი არ იქნებოდა საკმარისი, რომ ნუკლეოტიდური ფუძის ყველა შესაძლო კომბინაცია გადარჩეულიყო! ხოლო ადამიანის მთელი ქრომოსომის წარმოქმნის ალბათობა, კი მერყეობს 10 -12.000.000 დან 10 -24.000.000 შორის!!! დიდი რუსი მეცნიერის აკადემიკოს ვ.პ. დობროხვალოვის ცნობილი გამონათქვამია “ჭეშმარიტმა მეცნიერებამ დიდი ხანია დაამტკიცა ის ფაქტი, რომ მატერია თავისთავად მკვდარია, პასიურია, და რომ სიცოცხლის წარმოქმნა მას არ შეუძლია”. დიდი ფრანგი მეცნიერი პასტერი კი ამტკიცებდა: “სიცოცხლე წარმოიშვა მხოლოდ სიცოცხლისგან, და არამც და არამც მკვდარი მატერიისგან!”. ცნობილი ამერიკელი მკვლევარი ი.ლ. კოენი კი ამბობს შემდეგს ”...მას შემდეგ, რაც მეცნიერებამ გაშიფრა დნმ-რნმ-ს კოდი, ევოლუციონისტებთან ყოველგვარი კამათი დასრულდა”. გენეტიკურ აპარატში ცვლილების ალბათობა მხოლოდ 5 ცილის სტრუქტურის გათვალისწინებით იმდენად მცირეა, რომ საკმარისია იმისთვის, რომ სამუდამოდ “დამარხოს” დარვინიც და მთელი მისი ევოლუციური თეორიაც (დარვინის ევოლუციური თეორია ამჟამად უკვე ამოღებულია სახელმძღვანელოებიდან თითქმის ყველა სახელმწიფოში).
თეორიული ფიზიკის ცნობილმა პროფესორმა პოლ დევისმა სამყაროს გაფართოების სიჩქარის გამოთვლის შემდეგ განაცხადა: ”ეს სიჩქარე გათვლილია ადამიანისთვის წარმოუდგენელი სიზუსტის კრიტერიუმებით; გამოთვლებმა გვიჩვენეს, რომ გაფართოების სიჩქარე ახლოსაა კრიტიკულ სიჩქარესთან. მცირედი გადამეტება, და სამყარო გრავიტაციისგან განთავისუფლდება და მუდმივად გაფართოვდება; უმნიშვნელო შემცირება, და გრავიტაციის ძალა შეკუმშავს და გაანადგურებს მას. უმცირეს ცვლილებასაც კი შეუძლია წონასწორობის დარღვევა... როგორც ჩანს, დიდი აფეთქება საგულდაგულოდ დაგეგმილია და სისტემატიზირებულია მასში მიმდინარე ყოველი მომენტი”. პოლ დევისმა განმარტა ასევე ის დასკვნა, რომელიც სამყაროს ამ წარმოუდგენლად ზუსტი ბალანსისა და გათვლების შესახებ გააკეთა თანამედროვე მეცნიერებამ: “ძნელია წინაღუდგე შთაბეჭდილებას, რომ თანამედროვე კოსმოსის სტრუქტურა, რომელიც აშკარად ზემგრძნობიარეა თვით უმნიშვნელო რიცხობრივ ცვილებებთან მიმართებაშიც კი - დეტალურად იყო დაგეგმილი უმაღლესი გონის მიერ. ადამიანური წარმოსახვისთვის გამაოგნებელი რიცხვითი მნიშვნელობების დამთხვევები, რომლებიც ბუნებამ მიაკუთვნა თავის ყველაზე ფუნდამენტალურ კონსტანტებს წარმოადგენს ყველაზე მეტად დამაჯერებელ საბუთს იმისა, რომ არსებობდა დიადი ჩანაფიქრი კოსმოსური სივრცისა...”.
|
სტივენ ჰოუკინგი |
|
ჩარლზ ტაუნსი |
ცნობილი ფიზიკოსი, პროფესორი სტივენ ჰოუკინგი თავის წიგნში “დროის მოკლე ისტორია” აღნიშნავს, რომ მთელი სამყარო დაფუძნებულია ისეთ დეტალურ გათვლებზე, რომ მეცნიერებას ამის წარმოსახვაც კი უჭირს. ჰოუკინგი სამყაროს გაფართოების შესახებ წერს შემდეგს: “სამყაროს გაფართოების სიჩქარე აფეთქებიდან ერთი წამის შემდეგ წამის ერთი მეასიათასბილიონედითაც ნაკლები რომ ყოფილიყო, სამყარო უთუოდ დაინგრეოდა და ცხადია, ვერც მიაღწევდა დღევანდელ მდგომარეობას”; “ჩვენი ცოდნიდან გამომდინარე აბსოლუტურად თანმიმდევრული ვიქნებით, თუ ვიტყვით, რომ ფიზიკის კანონებზე პასუხისმგებელია გონიერი არსება!”. იგივე მოვლენის შესახებ კიდევ ერთი ცნობილი ამერიკელი ფიზიკოსი, ჯორჯ გრინშტაინი თავის წიგნში “სიმბოლური სამყარო” წერს შემდეგს: “მეცნიერული ფაქტების კვლევისას მუდმივად ვაწყდებით იმ გარემოებას, რომ სამყაროს ფორმირებაში მონაწილეობდა ზებუნებრივი გონი”. ამავე აზრის იყვნენ XX ს. დიდი მეცნიერები, რომლებიც ათეულობით წლის წინ მივიდნენ შემოქმედის აღიარებამდე. აინშტაინის აზრით “მეცნიერება რელიგიის გარეშე არადამაჯერებელია; რელიგია მეცნიერების გარეშე – ბრმაა”. “ბუნებათმცოდნეობის ჭურჭლიდან შესმულ პირველ ყლუპს ათეიზმამდე მივყავართ, ფსკერზე კი ღმერთი გველოდება” ამბობდა ბირთვული ფიზიკის ფუძემდებელი ვ. ჰაიზენბერგი. ნობელის პრემიის ლაურეატი, სახელგანთქმული მეცნიერი ჩარლზ ტაუნსი (ლაზერის სხივის გამომგონებელი) აღიარებს, რომ “სამყაროს კანონებში შეიცნობა გონიერი საწყისი”. დღეს დღეობით, თანამედროვეობის უდიდეს მეცნიერთა უმრავლესობა კრეაციონისტულ შეხედულებებს იზიარებს. ვუღრმავდებით რა სამყაროს სრულყოფილ წყობას, ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ მისი არსებობა და მასში განვითარებული პროცესები, დამოკიდებულია უაღრესად “კარგად” გათვლილ წონასწორობაზე. ნათელია, რომ თვითნებურად წარმოქმნა ამ უნიკალური წესრიგისა და უზუსტესი წონასწორობისა “დიდი აფეთქების” შემდგომ კატეგორიულად გამორიცხულია, რაც აშკარად მოწმობს ღვთაებრივი შემოქმედების აქტზე. გონიერი საწყისის, დეტალური გეგმის გარეშე სამყარო ვერ წარმოიქმნებოდა. ღმერთის აღიარების გარეშე, კი შეუძლებელია გავიგოთ სამყარო. შემოქმედის “მარადიული ძალა და ღვთაება წუთისოფლის დასაბამიდან ქმნილებათა ხილვით შეიცნობა” გვეუბნება ბიბლია (რომ.1:20). ამგვარად, კაცობრიობა წმ. მოციქულ თომას კვალს მიჰყვება. მეცნიერება, კი არსობრივად თომასეული რწმენაა - “თუ არ ვიხილავ... არ ვიწამებ!” (იოან. 20:25).
“დიდი აფეთქება” – სამყაროს ეს უნიკალური გეგმა და წესრიგი – უდაოდ ადასტურებს შემოქმედის არსებობას, რომელიც ფლობს უსასრულო ცოდნას, ძალას და სიბრძნეს; რომელმაც კეთილი ნებით, აბსოლუტურად არაფრისგან შექმნა სამყარო, და არც არასდროს მიუტოვებია იგი; უმკაცრესად აკონტროლებს და წარმართავს მას განუწყვეტლივ, რასაც მოწმობს ბიბლიაც: ქრისტე ამბობს “თქვენს თავზე კი თმებიც დათვლილია” (ლუკ. 12:7). “აჰა, მე თქვენთანა ვარ ყოველდღე წუთისოფლის აღსასრულამდე” (მათ. 28:20). ამინ! 


No comments:
Post a Comment