Powered By Blogger

Wednesday, June 6, 2012

სამყაროს წარმოქმნის ქრონოლოგია:


სამყაროს წარმოქმნის ქრონოლოგია:
  • 0 წმ. – დიდი აფეთქება. იწყება სამყაროს გაფართოება.
  • 10-43 წმ. – პლანკის დრო. სამყაროს რადიუსია 10-35 სმ. (პლანკის სიგრძე). ტემპერატურა დაახლ. 10 32 K. ამ მომენტამდე სამყაროს ქონდა სრული სიმეტრია: ოთხივე სტიქია გაერთიანებული იყო. რა იყო მანამდე, უცნობია - თანამედროვე ფიზიკისთვის შეუძლებელია ამის წარმოსახვა. “პლანკის დროსშემდეგ სიმეტრია ირღვევა; გრავიტაცია ცალკავდება. 4 სტიქია ჯერ კიდევ გაერთიანებულია. სამყარო შედისდიდი გაერთიანებული თეორიისერაში (GUT).
  • 10 -35 წმ. – ტემპერატურა ვარდება 10 28 K-მდე. სამყარო შედისცრუ ვაკუუმისერაში. ვაკუუმის ენერგია ზრდის ინფლაციას. 10 -32 წმ. სამყარო გრეუფრუტის ზომიდან მზის სისტემის მოცულობის ხდება.
  • 10 -35 წმ. -დან ინფლაცია ნელდება. იწყებანამდვილი ვაკუუმისერა.
  • 10 -10 წმ. ტემპერატურა ვარდება 10 15 K-მდე. რადიაცია მძლავრდება. იწყება რადიაციით-დომინირებული ერა. ფოტონებს საკმარისი ენერგია აქვთ იმისთვის, რომ გადაიქცნენ ნაწილაკი/ანტინაწილაკის წყვილად (მანამ, სანამ E>mc2, სადაც E არის ფოტონის ენერგია და m ნაწილაკი/ანტინაწილაკის მასსა).
  • 10 -4 წმ. ტემპერატურა ვარდება 10 13 K-მდე. კვარკების შესაქმნელად სამყაროში უკვე არასაკმარისი ენერგიაა.
  • 10 -3 წმ. ტემპერატურა ვარდება 10 12 K-მდე. პროტონების შესაქმნელად სამყაროში უკვე არასაკმარისი ენერგიაა. ამ დროისთვის უკვე შექმნილია ყველა პროტონი, რაც კი არსებობს და ოდესმე იარსებებს სამყაროში.
  • 10 -3 წმ.-დან 100 წმ.-მდენუკლეოსინთეზის ერა. პროტონები ერთმანეთთან რეაქციაში შედიან. ამ ერის დასასრულისთვის ტემპერატურა ვარდება 10 9 K-მდე. თერმობირთვული რეაქციები ჩერდება. სამყაროს შემადგენლობაა: დაახ. 70% წყალბადი და 25% ჰელიუმი. ჩანს დეუტერიუმის, ლითიუმის, ბორონის და ბერილიუმის კვალი.
  • 100 წამიდან - 300 000 წლამდე - ბირთვული ერა. სამყარო მთლიანად იონიზირებულია და აგრძელებს გაფართოებას. სამყარო რადიაციისადმი გაუმჭვირვალე ხდება, რადგან თავისუფალი ელექტრონები კარგი შთამთქმელები არიან. სამყარო თერმულ წონასწორობაშია.
  • 300 000 წლიდან - ტემპერატურა ვარდება 3000 K-მდე. ელექტრონებს და პროტონებს უკვე შუძლიათ ატომის შედგენა. სამყარო ხდება გამჭვირვალე. რადიაცია და მატერია ცალკავდებაისინი უკვე აღარ არიან თერმულ წონასწორობაში. სამყარო ხდება მატერიით-დომინირებული.
  • დაახლ. 10 8 წელი - კოსმოსური ღრუბლებიდან და გაზიდან იქმნება ვარსკვლავთა პირველი პოპულაცია. მასიური ვარსკვლავები ქმნიან მეტალებს (ყველაფერი, რაც მძიმეა წყალბადზე და ჰელიუმზე). ფორმირებას იწყებენ გალაქტიკები. უხვადაა მეტალის მტვერი.
  • 7 მილიარდი წელი (დაახ.) – ფორმირდება მზე და მზის სისტემა.
  • 12 მილიარდი წელითანამედროვე კოსმოსი.

No comments:

Post a Comment