Powered By Blogger

Wednesday, June 6, 2012

ს ა მ ყ ა რ ო ს წ ა რ მ ო შ ო ბ ა


   
-
რას გვიდასტურებს მეცნიერება -

თანამედროვე მეცნიერება არ ეწინააღმდეგება რწმენას” – ჟორჟ ლამეტრი
ყველა დროის ადამიანებს აღელვებდათ სამყაროს წარმოშობის საკითხი: რა მართავს მას; დინამიურია ის თუ სტატიკური; როგორ მუშაობენ ის კანონები, რომლებიც უზრუნველყოფენ მასში წესრიგს და წონასწორობას და .. საუკუნეების განმავლობაში მოაზროვნეები და მეცნიერები ატარებდნენ უამრავ კვლევებს და ამუშავებდნენ პრინციპულად განსხვავებულ თეორიებს კოსმოგონიაში.

დომინირებული მიმართულება XIX . მეცნიერულ აზროვნებაში განპირობებული იყო დებულებით, რომ სამყარო არის უსასრულო ზომის მატერიის გროვა, რომელიც არსებობდა დაუსაბამო დროიდან და იარსებეს მარადიულად. ამგვარი შეხედულება, ქმნიდა რა საფუძველს მატერიალისტური ფილოსოფიისთვის, უარყოფდა შემოქმედს და ამტკიცებდა მოსაზრებას, რომ სამყაროს არ ჰქონდა დასაწყისი, და შესაბამისად არ ექნება არც დასასრული. მატერიალიზმიეს არის ფილოსოფიური სისტემა, რომელიც თვლის, რომ მატერია წარმოადგენს ერთადერთ აბსოლუტურ არსს და უარყოფს მის გარდა ნებისმიერი სხვა რამის არსებობას. ამ ფილოსოფიურმა სისტემამ, რომლის ფესვებიც მომდინარეობს ძველი საბერძნეთიდან და რომელიც მზარდ პოპულარობას იძენდა XIX . – კულმინაციას მიაღწია კარლ მარქსის დიალექტიკურ მატერიალზმში.

მატერიალისტები უსასრულო და მარადიული სამყაროს მოდელს თვლიდნენ თავიანთი ათეისტური ფილოსოფიის ყველაზე მთავარ საყრდენად. ასე მაგალითად, ცნობილი ფილოსოფოსი-მატერიალისტი გეორგ პოლიცერი წიგნშიფილოსოფიის ფუნდამენტური საფუძვლებიამტკიცებდა, რომსამყარო არ არის შექმნილი ობიექტი; და თუ ის შექმნილია, მაშინ ღმერთს მოუწევდა მისი შექმნა წამიერად და არაფრისგან!”. როდესაც პოლიცერი ამტკიცებდა, რომ სამყარო არ არის შექმნილი, და მითუმეტეს არ არის შექმნილი არაფრისგან, ის უმთავრესად ეყრდნობოდა სამყაროს სტატიკურ მოდელს, რომელიც მიღებული იყო XIX . -ში, და ფიქრობდა, რომ ამით მეცნიერული არგუმენტი მოჰყავდა. თუმც, მეცნიერების მძლავრმა განვითარებამ XX .-ში საფუძველი გამოაცალა სტატიკური სამყაროს მოდელის პრიმიტიულ წარმოდგენას, რომელიც მატერიალიზმის ფუნდამენტურ თეზისს წარმოადგენდა. აღმოჩნდა, რომ სამყარო არ არის სტატიკური, როგორც მატერიალისტები მიიჩნევდნენ; პირიქით ის დინამიურია! სამყარო მუდმივად ფართოვდება! ამას გარდა, უამრავმა ექსპერიმენტმა, დაკვირვებამ და თანამედროვე ფიზიკოსთა გამოთვლებმა დაამტკიცეს, რომ სამყაროს ჰქონდა დასაწყისი, და რომ ის შეიქმნა წამიერადუდიდესი აფეთქების შედეგად! დღეს, ეს ვერსია დამტკიცებულია და აღიარებულია მსოფლიო მეცნიერული საზოგადოების მიერ. ამ უმნიშვნელოვანესი მონაცემების მოპოვება მსოფლიო მეცნიერების მიერ მთელი რიგი დაკვირვებებით და რევოლუციური აღმოჩენებით იყო განპირობებული.
ლამეტრი და აინშტაინი
1927 . ბელგიელმა მღვდელმა და მათემატიკოსმა ჟორჟ ლამეტრმა გამოთქვა სენსაციური მოსაზრება, რომ სამყარო შეიქმნა აფეთქების შედეგად. ეს თეორია რადიკალურად ეწინააღმდეგებოდა იმჟამად არსებულ მეცნიერულ შეხედულებას კოსმოსზე. ლამეტრმა გამოთქვა მოსაზრება, რომ რელიგია და მეცნიერება არ ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს. როდესაც ლამეტრმა თავისი მოსაზრებები გაუზიარა აინშტაინს, მან ტაში დაუკრა ახალგაზრდა მეცნიერს და უთხრაეს ყველაზე შესანიშნავი და დამაკმაყოფილებელი ახსნაა სამყაროს წარმოშობისა, რაც კი ოდესმე გამიგონია!”. თუმც, აინშტაინმა თავდაპირველად არ გაიზიარა ახალგაზრდა მეცნიერის მოსაზრებები (ლამეტრისგან დამოუკიდებლად, იგივე მოსაზრება გამოთქვა დიდმა საბჭოთა მეცნიერმა ალექსანდრ ფრიდმანმა). 1929 . კალიფორნიისმაუნტ უილსონისობსერვატორიაში დიდმა ამერიკელმა ფიზიკოსმა ედვინ ჰაბბლმა გააკეთა ერთ ერთი უდიდესი აღმოჩენა ასტრონომიის ისტორიაში: აკვირდებოდა რა ვარსკვლავებს გიგანტური ტელესკოპით, მან აღმოაჩინა, რომ ვარსკვლავები, მათი დედამიწისგან დაშორების შესაბამისად გამოსცემდნენ მოწითალო ფერს. ეს ნიშნავდა, რომ ვარსკვლავები დედამიწას შორდებიან! თანახმად ფიზიკის კანონებისა, სინათლის სხივი დაკვირვების წერტილისკენ მოძრაობისას სპექტრის ხილულ დიაპაზონში იხრება იისფერისკენ, დაშორებისას კიწითლისკენ.
ედვინ ჰაბბლი
ჰაბბლის დაკვირვებებისას აღმოჩნდა, რომ ვარსკვლავთა სინათლე იხრება სწორედ წითელი ფერისკენ. .. ვარსკვლავები მუდმივ გვშორდებიან. ამ აღმოჩენამ უდიდესი რეზონანსი გამოიწვია მთელს მსოფლიოში. მალე ჰაბბლმა გააკეთა კიდევ ერთი სენსაციური აღმოჩენა: ვარსკვლავები და გალაქტიკები არამარტო ჩვენ, არამედ ერთმანეთსაც შორდებიან! ერთადერთი დასკვნა, რომელიც ამ რევოლუციური დაკვირვებების შედეგად შეიძლება გაკეთებულიყო, არის ის, რომ სამყარო ფართოვდება! მაგალითისთვის გაფართოებადი სამყარო შეიძლება შევადაროთ გასაბერ ბუშტს; გალაქტიკები შორდებიან ერთმანეთს ისევე, როგორც ბუშტის ზედაპირზე დასმული წერტილები შორდებიან ერთმანეთს.

სამყაროს გაფართოების კანონიარსობრივად, უფრო ადრეც იყო აღმოჩენილი. თეორიული ფიზიკაში გაკეთებული გამოთვლების საფუძველზე მსოფლიოს ერთ-ერთი უგენიალურესი მეცნიერი ალბერტ აინშტაინი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სამყარო არ შეიძლება ყოფილიყო სტატიკური. მაგრამ, რომ არ დაპირისპირებოდა იმჟამინდელი მეცნიერული საზოგადოების მიერ აღიარებულ შეხედულებას სამყაროს სტატიკურ მოდელზე, მან თავისი მოსაზრებები დროებით გვერდზე გადადო. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, აინშტაინმა არ გაიზირა აგრეთვე ლამეტრის იდეები, რომელიც მეცნიერთაგან ერთ-ერთი პირველი მივიდა იმ აზრამდე, რომ სამყარო აფეთქების შედეგად უნდა წარმოშობილიყო. მოგვიანებით, აინშტაინმა აღიარა, რომ ამით მან დაუშვაყველაზე დიდი შეცდომათავის მეცნიერულ კარიერაში.

რაში მდგომარეობსდიდი აფეთქების თეორიადა რას უნდა ნიშნავდეს სამყაროს მუდმივად გაფართოება? დღეს უკვე დამტკიცებული ჰიპოტეზა სამყაროს გაფართოებაზე მდგომარეობს შემდგომში: დროის უკან დაბრუნება რომ შეიძლებოდეს, მაშინ ცხადი გახდებოდა სამყაროს წარმოშობა ერთი წერტილისგან. გამოთვლებმა გვიჩვენეს, რომ ესერთადერთი წერტილი”, რომელიც შეიცავდა მთელ მატერიას, .. “ნულოვანი მოცულობისდაუსასრულო სიმჭიდროვისუნდა ყოფილიყო. სამყაროც სწორედ ამ ერთადერთი წერტილის აფეთქების შედეგად შეიქმნა. ამ უძლიერეს აფეთქებას, რომელმაც განაპირობა სამყაროს დასაწყისი ეწოდადიდი აფეთქება”. შესაბამისად თეორიასაც ეწოდადიდი აფეთქების თეორია”.

უნდა აღინიშნოს, რომნულოვანი მოცულობათეორიული მცნებაა და მხოლოდ აღწერისთვის გამოიყენება. მეცნიერებას არ ძალუძს დამაჯერებლად და მკაფიოდ განსაზღვროს მცნებაარაფერი”. ის აღემატება ადამიანური წარმოსახვის უნარს და მეცნიერების მიერ განსაზღვრულია უბრალოდ, როგორცწერტილი ნულოვანი მოცულობით”. სინამდვილეში, კიწერტილი მოცულობის გარეშეარისარაფერი”. ამგვარად, გამოდის, რომ სამყარო წარმოიშვა არაფრისგან. სხვა სიტყვებითშეიქმნა. მეცნიერებისთვის ეს გამაოგნებელი ფაქტი, რომელიც გენიალურმა ფიზიკოსებმა დაადასტურეს მხოლოდ XX.-ში, ძველ აღთქმაშია მოცემული, სადაც ღმერთი სამყაროს ქმნის თავისუფალი ნებით აბსოლუტურად არაფრისგან, ანუ Ex nihilo (ლათ. არაფრისგან). “დიდი აფეთქების თეორიამგვიჩვენა, რომ თავდაპირველად ყველაფერი სამყაროში იყო ერთიანი; შემდეგ კი დაიყო შემოქმედი ღმერთის ნებით. “იქმნენით ნათელი” (შეს. 1). ბიბლია ნათლად მიგვანიშნებს, რომ მთელი მატერია შეიქმნა დიდი აფეთქების შედეგად, შემდგომ კი სტიქიებად დაიყო და წარმოქმნა ჩვენთვის ცნობილი სამყარო. დიდი აფეთქებაუტყუარი დამადასტურებელია სამყაროსარაფრისგანწარმოშობისა, ანუ ღმერთის შემოქმედებითი აქტისა! მიუხედავათ ამისა, ზოგიერთი მატერიალისტური მრწამსის მეცნიერი და მეცნიერთა ჯგუფები ჯიუტად უარყოფდნენ აშკარა ფაქტს და იცავდნენ სამყაროს უსასრულობისა და მარადიულობის იდეას.

მიზეზი მატერიალისტთა ამ უსაფუძვლო ურჩობისა ნათელი ხდება თანამედროვეობის ერთ-ერთი გამოჩენილი ფიზიკოსის არტურ ედდინგტონის გამონათქვამიდან: “ბუნების წესრიგის უცაბედად დაწყება ჩემში იწვევს ფილოსოფიური თვალთახედვიდან გაუცხოების გრძნობას”. კიდევ ერთი მატერიალისტი, ცნობილი ინგლისელი ასტრონომი და მათემატიკოსი სერ ფრედ ჰოილი იყო ერთ-ერთი იმათგანი, ვინც ყველაზე მეტად ააღელვადიდი აფეთქების თეორიამ”. XX . 50-იან წლებში ჰოილმა წამოაყენა თეორია სახელწოდებითუცვლელი მდგომარეობის თეორია”, რომელიც წააგავდა XIX .-ში გავრცელებულ შეხედულებას სამყაროზე, როგორც სტატიკურ სისტემაზე. ჰოილის თეორიის მიხედვით სამყარო იყო უსასრულო და მარადიული. ერთადერთი მიზანი ამ თეორიისა გახლდათ მატერიალისტური ფილოსოფიის მხარდაჭერა, და აქედან გამომდინარე დიამეტრალურად ეწინააღმდეგებოდადიდი აფეთქების თეორიას”, რომელიც ამტკიცებს ჰიპოთეზას, რომ სამყაროს ჰქონდა დასაწყისი (დღეს უკვე აღიარებული და დამტკიცებული გამოთვლებით ეს არის დროის უმცირესი მონაკვეთი 10 -43 წმ.). “უცვლელი მდგომარეობისდამცველნი რამოდენიმე ათეული წელი ეწინააღმდეგებოდნენდიდი აფეთქების თეორიას”. მეცნიერული პროგრესი კი მათ წინააღმდეგ იყო მიმართული.
გიორგი გამოვი
1948 . დიდმა მეცნიერმა გიორგი გამოვმა გამოთქვა კიდევ ერთი მოსაზრებადიდი აფეთქების თეორიასთანდაკავშირებით. ის ამტკიცებდა, რომთუ სამყარო შექმნილია ასეთი კოლოსალური აფეთქების შედეგად, მაშინ კოსმოსში უნდა იყოს შემორჩენილი რაიმე კვალი, ანუ რადიაციის გარკვეული რაოდენობა. უფრო მეტიც; ეს რადიაცია თანაბრად უნდა იყოს გაფანტული მთელს კოსმოსში”. ეს უტყუარი დამამტკიცებელიდიდი აფეთქების თეორიისაუთენტიურობისა, რომელიცუნდა ყოფილიყო კოსმოსშიმალე იქნა აღმოჩენილი. 1965 . ორმა მეცნიერმაარნო პენსიასმა და რობერტ უილსონმა ეს ტალღები შემთხვევით აღმოაჩინეს. რადიაცია, რომელსაც უწოდესფონური კოსმოსური გამოსხივება” (რელიქტური რადიოგამოსხივება) რაიმე წყაროდან კი არ მოდიოდა, არამედ მთელს კოსმოსში იყოგაფანტული”. ამ აღმოჩენამ ნათლად დაადასტურა, რომ ეს რადიაცია შემორჩენილი იყოდიდი აფეთქებიდან”. პენსიასმა და უილსონმა ამ დიდი აღმოჩენისთვის ნობელის პრემია დაიმსახურეს. გამოკვლევები ინტენსიურად გრძელდებოდა. 1989 . ნასამ (NASA) “ფონური კოსმოსური გამოსხივებისგამოსაკვლევად კოსმოსში გაუშვა თანამგზავრი COBE. თანამგზავრს სულ 8 წუთი დასჭირდა პენსიასის და უილსონის გამოთვლების დასამტკიცებლად. კოსმოსში აღმოჩენილ იქნა ნაშთი იმ ზემძლავრი აფეთქებისა, რომელმაც საწყისი დაუდო სამყაროს არსებობას. ამ აღმოჩენას უწოდესერთ-ერთი ყველაზე უდიდესი აღმოჩენა კაცობრიობის ისტორიაში”, რომელმაც ნათლად დაამტკიცადიდი აფეთქების თეორიისსინამდვილე.

. პენსიასი და . უილსონი


ორბიტალური ტელესკოპიჰაბბლი
ნასას ტელესკოპჰაბბლით” (“Hubble Space Telescope”, სახელი ეწოდა ედვინ ჰაბბლის საპატივცემულოდ) სხვა მრავალი სენსაციური აღმოჩენა გახდა შესაძლებელი: უნიკალური ორბიტალური ტელესკოპი მეცნიერებას დაეხმარა ურთულეს პრობლემათა ამოხსნაში. მისი მეშვეობით განისაზღვრა სამყაროს სავარაუდო ასაკი; განისაზღვრა ჰაბბლის კონსტანტა - სამყაროს გაფართოების სიჩქარე; მისი მეშვეობით აღმოჩენილ იქნა კოერენტული სტრუქტურის ობიექტები - პროტოგალაქტიკები, რომელთა ასაკიც ახლოსაა სამყაროს წარმოშობის ასაკთან და სხვ.

1998
. ბერკლის და კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აღმოაჩინეს კიდევ ერთი საოცარი მოვლენა... თუმც, ეს აღმოჩენა არ იქნებოდა სიურპრიზი ლამეტრისთვის, რომელმაც, მრავალი წლის წინ გამოთქვა მოსაზრება, რომ დიდი აფეთქება არ იყოუბრალოაფეთქება; რომ ის გაფართოებას აუცილებლად გააგრძელებდა და გაიზრდებოდა სიჩქარეც! “დიდი აფეთქების თეორიისაღიარებას ათწლეულები დასჭირდა. როდესაც მეცნიერებმა ბოლოს და ბოლოს აღიარეს სამყაროს არაჩვეულებრივი წარმოშობა, ბევრი მათგანი შეეწინააღმდეგა ლამეტრის ამ კიდევ ერთ დაუჯერებელ მოსაზრებას. სტივენ ჰოუკინგი და სხვა წამყვანი მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ სიჩქარე გრავიტაციის ზემოქმედებით შემცირდებოდა. დაკვირვებებისას, კი საწინააღმდეგო შედეგი მიიღეს. ესახალიაღმოჩენა დაამტკიცა ჰაბბლის ტელესკოპმაც. ამ აღმოჩენამმსოფლიო ასტრონომია შეაზანზარა” (ჟურნალი Astronomy, October 1999). ჟურნალმამეცნიერებამ” (Science) ეს აღმოჩენა დაასახელა 1998 . უმთავრეს მოვლენად. დიდი აფეთქებისთეორიის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი დამადასტურებელია ჰელიუმის და წყალბადის რაოდენობა კოსმოსში. გამოკვლევების პროცესში ნათელი გახდა, რომ ამ ნივთიერებათა კონცენტრაციის დონე კოსმოსში, რაც შემორჩენილია დღესდიდი აფქთქებიდან” – ემთხვევა მეცნიერთა თეორიულ გამოთვლებს. სამყაროს რომ არ ჰქონოდა დასაწყისი, მაშინ მთელი მისი წყალბადის მარაგი დიდი ხნის წინ დაიწვებოდა და გარდაიქმნებოდა ჰელიუმად (თერმობირთვული პროცესი) !!!ამ უტყუარმა მტკიცებებმა განაპირობესდიდი აფეთქების თეორიისაღიარება მთელი მსოფლიოს მეცნიერული საზოგადოების მიერ. სამყაროს წარმოშობის ეს მოდელი არის მეცნიერთა საბოლოო ვერსია, რომელიც დამაჯერებლად ადასტურებს შემოქმედებით აქტსსამყაროს შექმნასსივრცისა და დროის დასაწყისს (უნებურად გვახსენდება საკრამენტული სიტყვები ბიბლიიდან: “ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობდეს სამყაროი. დღე დღესა აუწყებს სიტყუასა და ღამე ღამესა მიუთხრობს მეცნიერებასა”. ფსალ. 18:1-2). მეცნიერებამ სწორედ კოსმოსის შესწავლით შეიცნო ღმერთი და მისი ქმნილება. საგულისხმოა აგრეთვე ის ფაქტი, რომ სინათლეინფორმაციის ეს უმთავრესი წყაროთანახმად ბიბლიისა, პირველ დღეს შეიქმნა. ეს მიუთითებს მის ფუნდამენტურ როლზე ქმნილების იერარქიაში. სინათლე არის ღმერთის სამოსელი (ფსალ. 103:2). ღვთის გამოცხადება ყოველთვის დაკავშირებულია სინათლის ეფექტებთან (მაგ. მოსეს მიერ ნათლის ხილვა მაყვლოვანზე, გამოს. 3:6; ფერიცვალებისას, მათ.17:2; ცეცხლის სასწაულებრივი გადმოსვლა იერუსალიმის აღდგომის ტაძარში ყოველი წლის აღდგომის ღამეს და სხვ.).
11 მილიარდი წლის წინ
არსებული გალაქტიკები
დიდი აფეთქების თეორიისმეცნიერულმა გამარჯვებამ ადამიანთა ცნობიერებაში უდიდესი ცვლილებები გამოიწვია. საბოლოოდ დაიმსხვრა მითი სამყაროს მარადიულობისა, ვინაიდან, “რასაც აქვს დასაწყისი, მას აქვს დასასრულიც”. დასრულდა ხანგრძლივი ათეისტური ეპოქაც. ცნობილმა ათეისტმა მეცნიერმა დენის სკიამმა, რომელიც სერ ფრედ ჰოილთან ერთად იცავდაუცვლელი მდგომარეობის თეორიასასე განმარტა ის სიტუაცია, რომელშიც ისინი აღმოჩდნენ მას შემდეგ, რაცდიდი აფეთქების თეორიისყველა დამატკიცებელი საბუთი იქნა მოპოვებული: “მე ვიცავდი უცვლელი მდგომარეობის თეორიას არა იმიტომ, რომ მას სწორად ვთვლიდი, არამედ იმიტომ, რომ მსურდა ასეთი ყოფილიყო. უტყუარ მტკიცებულებათა დაგროვებისას მე მივხვდი, რომ თამაში დამთავრებულია, და რომ უცვლელი მდგომარეობის თეორია სამუდამომ უნდა იქნას უარყოფილი...”. კალიფორნიის უნივერსიტეტის ფროფესორი ჯორჯ ეიბლიც აღიარებსდიდი აფეთქების თეორიისგამარჯვებას და ამბობს: “დღეს დღეისობით არსებული მეცნიერული მტკიცებანი ნათლად გვიდასტურებენ სამყაროს წარმოქმნას დიდი აფეთქების შედეგად. ჩვენ არ გვაქვს არანაირი არჩევანი, გარდა იმისა, რომ მივიღოთ ეს თეორია”. “დიდი აფეთქების თეორიისდამტკიცებით მატერიალისტური ფილოსოფიის საფუძველი – “მარადიული მატერიისმითიისტორიის სანაგვეზე აღმოჩნდა. მაგრამ, ამ აღმოჩენის შემდეგ მეცნერიებაში ახალი კითხვები გაჩნდა: მაშ რა იყო დიდ აფეთქებამდე? რა ძალა იყო ის, რამაც სამყარო შექმნა აფეთქებით და თან არაფრისგან, და არაფერი აქცია არსად? მეცნიერულად დამტკიცებული პასუხი, უდავოდ ცხადყოფს იმ ფაქტს, რომელიც არტურ ედდინგტონის სიტყვებით მატერიალისტებში იწვევსფილოსოფიური თვალთახედვიდან გაუცხოების გრძნობას”; სახელდობრ, შემოქმედის არსებობა. ცნობილი ათეისტი ფილოსოფოსი ენტონი ფლუ ამ პრობლემას შემდეგნაირ კომენტარს უკეთებს: “როგორც ცნობილია, ცოდვების აღიარება სასარგებლოა სულისთვის. ამიტომ მე დავიწყებ იქიდან, რომ ათეისტი უნდა აღაშფოთოს თანამედროვე მეცნიერების თანხმობამ კოსმოლოგიაში; როგორც ჩანს, კოსმოსის მკვლევარები გვაძლევენ მტკიცებულებებს იმისა, რომ სამყაროს ჰქონდა დასაწყისი!”. მეცნიერების უმეტესობამ, რომლებიც არ შემოიფარგლებოდნენ ათეიზმის ბრმა რწმენით, აღიარეს ყოვლისშემძლე ღმერთის როლი სამყაროს შექმნაში. მეცნიერთა აზრით, შემოქმედი არის ის ძალა, რომელმაც შექმნა მატერია და დრო, თუმც აბსოლუტურად არ არის მათგან დამოკიდებული. აი რა დასკვნას აკეთებს ცნობილი ასტროფიზიკოსი ჰიუ როსსი: “თუ დროის დასაწყისი ემთხვევა სამყაროს დასაწყისს, რასაც გვეუბნება კოსმოსის თეორემა, მაშინ სამყაროს მიზეზი უნდა იყოს არსი, რომელიც მოქმედებდა სრულიად განსხვავებულ განზომილებაში და აბსოლუტურად დამოუკიდებელი იყო ჩვენთვის ცნობილი დროის და სივრცის განზომილებათაგან; და რომელიც, ცხადია, არსებობდა მის შექმნამდე”. (ქრისტემ ამის შესახებ პირდაპირ თქვა: “ახლა კი, შენ განმადიდე მამაო, იმავე დიდებით, რაც მქონდა შენთან წუთისოფლის გაჩენამდე”. იოან. 17:5).

ზემოთქმული ნათლად გვიდასტურებს იმ გარემოებას, რომ ღმერთი არ არის თავათ სამყარო, და რომ ღმერთი არ არის მოთავსებული სამყაროში. მატერია და დრო შექმნილია შემოქმედის მიერ, რომელიც მათგან სრულიად დამოუკიდებელია (ამ მეცნიერული მტკიცებით ბათილდება აგრეთვე ანტიმართლმადიდებლური და არაქრისტიანული სწავლებებიც, მაგ. პანთეიზმი და სხვ.). 

1 comment:

  1. ძალიან საინტერესოა. :)))

    ReplyDelete